“27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული, მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები“ - პაპუნა მარგველიძე
“27 ამოსვენებულიდან 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება“,- ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში, მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.