“საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება“ - თენგიზ ცერცვაძე მიმართვას ავრცელებს
“საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება“, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე.
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე.