loader

ხელის თხოვნა ტრიბუნაზე- რაგბის მატჩზე გადაღებული ემოციური კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხელის თხოვნა ტრიბუნაზე- რაგბის მატჩზე გადაღებული ემოციური კადრები

ხელის თხოვნა ტრიბუნაზე- რაგბის მატჩზე გადაღებული ემოციური კადრები

ტაიმებს შორის შესვენებაზე მაყურებლის თანდასწრებით კიდევ ერთი ქართული ოჯახი შეიქმნა

ტესტ-მატჩში საქართველოს რაგბის ნაკრებმა აშშ-ს ნაკრები დაამარცხა.

“ბორჯღალოსნებმა” ტესტმატჩი აშშ-ის ნაკრებთან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართეს. თამაში ქართველი მორაგბეების უპირატესობით წარიმართა და 22:7 ანგარიშით „ბორჯღალოსნების“ სასარგებლოდ დასრულდა.

ანგარიში მე-11 წუთზე ტაბუცაძის ლელოთი გაიხსნა, რასაც 28-ე წუთზე მამუკაშვილის ლელო და მატკავას გარდასახვა მოჰყვა და ანგარიში 12:0 გახდა. ამის შემდეგ, ამერიკელებმა ერთი ლელოს დადება მოახერხეს, გარდასახვაც ზუსტად შეასრულეს და პირველი ტაიმი 12:7 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში „ბორჯღალოსნებმა“ უპირატესობა მოიპოვეს. 46-ე წუთზე ნინიაშვილის ლელოს მატკავას ზუსტად შესრულებული გარდასახვა მოჰყვა. მოგვიანებით კი, ნინიაშვილმა ზუსტი საჯარიმო დარტყმა შეასრულა.

საბოლოოდ, მატჩი „ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 22:7 დასრულდა. მსოფლიო თასამდე „ბორჯღალოსნები“ კიდევ ერთ შეხვედრას, 26 აგვისტოს ედინბურგში გამართავს და შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ვიდეო: რაგბი ტვ