"სევდიანი სიახლე - ჩემი და ზაზა მესხის უფროსი შვილის ცხედარი ნაპოვნია... ტანსაცმლის, სიმაღლისა და კბილების მიხედვით დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი" - ზაზა მესხის ყოფილი ცოლი
ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მესხის ყოფილი მეუღლე ავრცელებს.
"მე-16 დღე, სევდიანი სიახლე: ნაპოვნია და დნმ-ანალიზით დადასტურდა ერთი ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი. მშვიდობით განისვენოს.
და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში... კომენტარებში ვხედავ, რომ სახელის ნაცვლად წერთ "პატარა ანგელოზი"; ის ახლა ძალიან უხდება... მადლობა" - წერს ზაზა მესხის ყოფილი მეუღლე.
ცნობისთის,ზაზა მესხი ოჯახთან ერთად შოვში ისვენებდა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი ორი არასრულწლოვანი შვილი, მეუღლე ალინა პოლიკოვსკა და მისი შვილი. ზაზა მესხის მეუღლის ცხედარი 5 აგვისტოს იპოვეს.