loader

"ამ ამ­ბით სუ­ლით-ხორ­ცამ­დე შეძ­რუ­ლე­ბი ვართ! კოტეს სახით სტიქიამ კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა" - საქართველოს უნივერსიტეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამ ამ­ბით სუ­ლით-ხორ­ცამ­დე შეძ­რუ­ლე­ბი ვართ! კოტეს სახით სტიქიამ კიდევ ერთი ნიჭიერი ადამიანი წაგვართვა" - საქართველოს უნივერსიტეტი

გუ­შინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­კარ­გუ­ლი კოტე მა­ი­სუ­რა­ძის ცხე­და­რი. აღნიშნულის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა კოტე მა­ი­სუ­რა­ძის დეიდაშვილმა, მა­რი­ტა გუ­ტაშ­ვილ­მა, რო­მე­ლმაც სტი­ქი­ის ზონაში ოჯა­ხის 9 წევ­რი (და-ძმა, დე­ი­და 2 შვი­ლით და ბი­ძაშ­ვი­ლი - ახალ­გაზ­რდა ქალი 3 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვით) დაკარგა. კო­ტეს­თან ერ­თად სტი­ქი­ას მისი და, მა­რი­ა­მი და დედა, შო­რე­ნა ბი­ჭაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლნენ.

კოტე მა­ი­სუ­რა­ძის შე­სა­ხებ სამ­ძიმ­რის წე­რილს აქ­ვეყ­ნებს სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

"სა­ქარ­თვე­ლოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ჩვე­ნი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლის, კოტე მა­ი­სუ­რა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. შო­ვის სტი­ქი­ამ, კო­ტეს სა­ხით, კი­დევ ერთი ახალ­გაზ­რდა, ენერ­გი­ით აღ­სავ­სე და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი წაგ­ვარ­თვა.

ამ ამ­ბით სუ­ლით-ხორ­ცამ­დე შეძ­რუ­ლე­ბი ვართ. ყვე­ლა ჩვენ­გა­ნი, სტუ­დენ­ტე­ბი, ლექ­ტო­რე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დიდი თა­ნაგ­რძნო­ბით ვუ­სამ­ძიმ­რებთ კო­ტეს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს ამ უდი­დე­სი და­ნა­კარ­გის გამო" - ნათქვამია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ნა­პოვ­ნია 27 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი, მათ­გან ორის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა ჯერ არ მომ­ხდა­რა. სა­გან­გე­ბო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი 6 და­კარ­გულ ადა­მი­ანს ეძე­ბენ.