loader

"საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ" - 4 წლის ლუსის, რომელსაც დედა შოვის სტიქიის დროს დაეღუპა, ბინა შეუძინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ" - 4 წლის ლუსის, რომელსაც დედა შოვის სტიქიის დროს დაეღუპა, ბინა შეუძინეს

4 წლის ლუსის, რომელსაც დედა სოფო ბაკურაძე შოვის სტიქიის დროს დაეღუპა, ბინა შეუძინეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი ორგანიზაცია "რაჭის ახალგაზრდული ასამბლეა • Yar" სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ბინისთვის 108 000 ლარი შეგროვდა.

"საქართველოს მოქალაქეებმა ერთად, 108 000 ლარზე მეტი შევაგროვეთ და დღეს, 4 წლის ლუსის ბინა შევუძინეთ.

"რაჭის ახალგაზრდული ასამბლეისა" და "რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრი"-ს გუნდი მადლობას გიხდით საზოგადოების თითოეულ წევრს უპრეცედენტო სოლიდარობისა და ნდობისთვის.

მადლობა მედიასაშუალებებს, რომლებიც დაგვეხმარნენ, რომ სათქმელი თითოეულ თქვენგანამდე მოგვეტანა.

ასევე, მადლობას ვუხდით რაჭის ახალგაზრდული ასამბლეის წევრებს, ახალგაზრდებს, რომლებმაც რაჭისთვის ამ მძიმე დღეებში, მასშტაბური კამპანია მართეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს.

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ ქვეყანას შოვის ტრაგედიას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას რაჭისა და რაჭველი ახალგაზრდების უკეთესი მომავლისთვის" - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.