loader

დისტრიბუციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა - ავარიის ამსახველი კადრები ხობის მუნიციპალიტეტიდან, სადაც რამდენიმე პირი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დისტრიბუციის მანქანა მსუბუქ ავტომობილს, შემდეგ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა - ავარიის ამსახველი კადრები ხობის მუნიციპალიტეტიდან, სადაც რამდენიმე პირი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა.

თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

ვიდეო: ფორმულა