loader

“მოიმარაგეთ პირბადეები“ - გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მოიმარაგეთ პირბადეები“ - გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალი შტამის, EG.5-ის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

“კორონავირუსის ახალ შტამი, EG.5“ - პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას აფრთხილებს:

“სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს და გამოიყენეთ პირბადე. ეს ვარიანტი უფრო მეტად გადამდები არის (სხვა შტამებთან შედარებით) და უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში ეს ვარიანტი ზაფხულიდან არის და უკვე ყველა კოვიდინფიცირებულის 50%-ს შეადგენს.

ძირითადი სიმპტომები: ხველა, ყელის ტკივილი და საერთო სისუსტე ახასიათებს. კლინიკური მახასიათებლები „ომიკრონის“ სხვა შტამების მსგავსია. არ ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და აქვს ზოგადად ზემო სასუნთქი ინფექციების დამახასიათებელი ნიშნები: რამდენიმედღიანი ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა და ცხვირიდან გამონადენი.

რისკის ჯგუფები: 70 წლის გადაცილებული ქრონიკული პაციენტები. მთავარია, საპანიკო არაფერი არ არის. თავს გაუფრთხილდით და მოიმარაგეთ პირბადეები“.