loader

ტრაგიკული შემთხვევა გურჯაანში - ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და მათი 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგიკული შემთხვევა გურჯაანში - ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი: დედა, მამა და მათი 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ახაშენში გვიან ღამით მოხდა.

გარდაცვლილია დედა, მამა და მათი 4 წლის ბავშვი. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მსუბუქი ავტომობილით მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ტრაქტორს დაეჯახა და ამობრუნდა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ცოლ-ქმარი და მათი 4 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპნენ, მეორე მოზარდი კი საავადმყოფოშია მოთავსებული.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.