loader

"დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო... სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს" - შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო... სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს" - შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულებს შორის სალომე ხეთაგურის ცხედარი იპოვეს

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში და­ღუ­პუ­ლებს შო­რის სა­ლო­მე ხე­თა­გუ­რის ცხე­და­რი ამო­იც­ნეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვი და უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ.

"გუშინ ნაპოვნი გოგონა ჩვენი სალომე ხეთაგური აღმოჩნდა. დღეს მამამისმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნო. მადლობას ვუხდი ყველა მაშველსადა მოხალისეს. აღარ ვიცი მეტი რა დავწერო, სიტყვებს ვერ ვპოულობ.

გვანცა ბუბაშვილს ისევ ვეძებთ... ჩემი სალომე ყველას უზომოდ უყვარდა, სალომესნაირი მეორე ადამიანი არ არსებობდა და არც იარსებებს... გაგვიფრინდა ანგელოზი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი უმანკო სული. აუცილებლად შევხვდებით ჩემო გოგო", - წერს დეა ძა­მაშ­ვი­ლი.

სა­ლო­მე ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი იყო.

ცნო­ბის­თვის, შოვ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 26-მდე გა­ი­ზარ­და. შოვ­ში, მე­წყე­რი 3 აგ­ვის­ტოს ჩა­მოწ­ვა. სტი­ქი­ის ზო­ნი­დან, ამ დრო­ის­თვის, 210 ადა­მი­ა­ნია გა­მოყ­ვა­ნი­ლი. შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის გამო, 7 აგ­ვის­ტო გლო­ვის დღედ გა­მო­ცხად­და.