ტრაგედია ბათუმში - გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა
გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ბათუმში, ზღვაში სკუტერი დაეჯახა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, იგი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიღებული.