loader

"იგი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს" - ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იგი უგონო მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს" - ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, იგი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.

ადგილზე სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.