"დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზუსტად წარმოადგენს მის ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს" - გია ხუხაშვილი
"დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა ბიძინამ უნდა გააკეთოს - ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…
ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…" - ამის შესახებ ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს რაჭაში განაცხადა, რომ ის ნანობს, რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".
2 დღის წინ კი კობახიძემ ეჭვი შეიტანა ჯელაძის მონათხრობში და თქვა, რომ "პრაქტიკულად წარმოუდგენელია" იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.