“ფრთხილად იყავით“ - რაჭის მკვიდრი საზოგადოებას ახალი სავარაუდო საფრთხის შესახებ აფრთხილებს და ვიდეოს აქვეყნებს
“ხიდებზე გადასვლისას ცოტა ფრთხილად იყავით“ - ავრცელებს ვატო ქურციკიძე ვიდეოს ჯგუფში “რაჭა“ და მცხოვრებლებს ახალი სავარაუდო საფრთხის შესახებ მოუწოდებს.
ვიდეოში ჩანს, რომ ხიდს კონსტრუქციის ნაწილი მოშლილი აქვს, რაც სტიქიამ გამოიწვია.
“სხვავიდან რომ ჩამოდიხარ კრიხის მიმართულებით, პირველი ხიდია“ - წერს ვიდეოს ავტორი.