კნუტის და “მაცივარას“ ამბავი გურიიდან, რომელმაც ინტერნეტი ააფეთქა - “ერთ დღესაც გამოაღო მაცივარი და დახვდა ნახევრად გამოჩეკილი წიწილა...“
“ბიცოლაჩემის კრუხმა კვერცხები მიატოვა, ბიცოლამ ე.წ. გალაყებული კვერცხები გადაყარა და შედარებით ახლები რაც იყო, მაცივარში შეაწყო. ერთ დღესაც გამოაღო მაცივარი და დახვდა ნახევრად გამოჩეკილი წიწილა. გაალღვეს და ასე გაჩნდა ერთადერთი წიწილა “მაცივარა”.
"მაცივარა" და კნუტი ერთად იზრდებიან. ერთ ყუთში სძინავთ, საჭმელს ერთი ჯამიდან ჭამენ. კნუტი რომ წამოწვება ეზოში, "მაცივარა" ეგრევა იქ გაჩნდება და იწყება ამათი მაიმუნობა.“
ვიდეო: ირმა ბებერაშვილი