loader

“15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე, ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში... მაპატიეთ ასეთი უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი“ - რას წერს ნიკა ჩერქეზიშვილი სიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე, ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში... მაპატიეთ ასეთი უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი“ - რას წერს ნიკა ჩერქეზიშვილი სიონში მომხდარი ტრაგედიის შესახებ

პარ­ტია "ლე­ლოს“ წევ­რის, ნიკა ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოტა ხნის წინ სი­ო­ნის ტბა­ში 15 წლის ბიჭი და­იხ­რჩო. ამის შე­სა­ხებ ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

“15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე. შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს. ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ! ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით... მაპატიეთ ასეთი, ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი...

ეს ქვეყანა არის უპატრონო! მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი.“