“ეს მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ“ - მიხეილ ცაგარელი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას მიმართავს:
“ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს, 16 აგვისტოს, ახალმთვარეობაა. სასურველია, შინაგანი სიმშვიდით გავიაროთ ეს დღე, რომელიც რთულ პერიოდშია (26 აგვისტომდე)…
გადადეთ შეძლებისდაგვარად მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილებების მიღება, ასევე, ხელშეკრულებების დადება. მოერიდეთ ცეცხლოვან კერებს, ალკოჰოლს, ხორციან საკვებს, მით უმეტეს, ახლა მარიამობის მარხვა დაიწყო 28 აგვისტომდე, და შეძლებისდაგვარად ეცადეთ, ხორცი მაინც ამოიღოთ და ასე იმარხულოთ, რადგან ეს თქვენს სულს და თქვენს ცხოვრებას ძალიან შეამსუბუქებს და მოსალოდნელ სირთულეებს აგარიდებთ. მოკლედ, ეს ყველამ კარგად იცის…
დალიეთ წყალი ინტენსიურად დღის განმავლობაში, პატარ-პატარა ყლუპებით და ხშირად. ღამით ეცადეთ, ნუ დალევთ წყალს, რათა თირკმელებმა დაისვენოს. დროულად დაიძინეთ და ნუ გაათენებთ, ძილი მნიშვნელოვანია და მისი სიკეთეები, მერწმუნეთ, ძალიან გამოგადგებათ და დაგჭირდებათ!!! მოიწესრიგეთ ძილი და მოგიწესრიგდებათ ცხოვრება: გაქრება შინაგანი შფოთვები და დეპრესიული ფონი, გაჩნდება ბავშვური სიხალისე, შინაგანი სიმშვიდე და ბედნიერების შეგრძნება. გაგზავნეთ უფალთან მადლიერება ყოველი გათენებული დღისთვის… ყველაფრისთვის… დალოცეთ ყველა, გაუგზავნეთ სიხარული, ბედნიერება, სიყვარული, დაივიწყეთ წყენა, აპატიეთ ყველას. ამით ჩვენს სულს და ცხოვრებას გავითავისუფლებთ. და როგორც პატრიარქმა გასცა კურთხევა მთელ საქართველოზე, შეგახსენებთ: ,,გაახარეთ ერთმანეთი ყოველდღიურად”, გაახარეთ თბილი სიტყვით, კარგი ამბით, უთხარით, რომ გიყვართ და გეამაყებათ, ჩაეხუტეთ ერთმანეთს…
ცხოვრება წამიერია ისედაც, ხომ ვიცით… დღეს კარგია უახლოესი 1 თვის გეგმების ჩამოწერა და დაფიქსირება ფურცელზე. მიყვარხართ… სიკეთე, სიხარული და ბედნიერება თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს“.