loader

“ბრენდონ ფლაუერსმა იმ ადამიანს ჰკითხა ეროვნება და მერე დარბაზს- He is Russian, is it ok? უარყოფითი პასუხის მერე რაღაც კონსულტაცია გაიარა და ცოტა ხანში მაინც ვხედავთ რუსს დრამებთან“ - რას წერს მსმენელი, რომელმაც The killers-ის კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ბრენდონ ფლაუერსმა იმ ადამიანს ჰკითხა ეროვნება და მერე დარბაზს- He is Russian, is it ok? უარყოფითი პასუხის მერე რაღაც კონსულტაცია გაიარა და ცოტა ხანში მაინც ვხედავთ რუსს დრამებთან“ - რას წერს მსმენელი, რომელმაც The killers-ის კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა

ეკა აბაშიძე, მსმენელი, რომელმაც The killers-ის კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა, სტატუსს აქვეყნებს:

“როგორც საკუთარ თავს მოვალედ ვთვლიდი, რომ The Killers | Black Sea Arena კონცერტიდან დასრულებამდე წამოვსულიყავი, ისე რაღაცნაირად მოვალედ ვთვლი, რომ ეს სტატუსი დავწერო, როგორც საქართველოს რიგითმა მოქალაქემ.

აი, ისეთი კონცერტი მიდიოდა, ისე იხარჯებოდა ჯგუფი და იმდენად დიდი მუხტი იგრძნობოდა, არ მეგონა, რომ იქ საერთოდ ვინმეს რამე მოუშხამავდა ხასიათს, მით უმეტეს, მე - ასეთი ბედნიერი დიდი ხანია არ ვყოფილვარ. ყველაზე დიდი ტრაგედია მგონი ის კი არაა, რაც მოხდა, არამედ ფაქტობრივად ემოცია რომ არ გექნება ადამიანს, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა სხვადასხვა ღონისძიებაზე, სივრცეში, ვითარებაში რუსების ჩვენს თავზე დასმა.

ბრენდონ ფლაუერსმა იმ ადამიანს ჰკითხა ეროვნება და მერე დარბაზს - He is Russian, is it ok? უარყოფითი პასუხის მერე რაღაც კონსულტაცია გაიარა და ცოტა ხანში მაინც (!) ვხედავთ რუსს დრამებთან.

1) უცნაურია - თუ არაფრის აზრზე არ იყო, რატომ იკითხა, ვინმეს აყვანა ეროვნების საფუძველზე not ok ხომ არ იქნებოდა?

2) ცხადია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ ასეთი ჯგუფი, მთელ გამოკვლევას ვერ დაიწყებ, მაგრამ ვინმემ რამე ინფორმაცია, ერთგვარი "მემო" უნდა მოგაწოდოს. თუ იმ ჯგუფს არ ჰყავს მსგავსი არავინ... Well, იდეაში ყველამ ვიცით, ვისი საქმე იყო ეგ, და თუ მაინც არ მიაწოდეს ინფორმაცია, ადამიანმა იკითხა იქვე და რუსზე მწვანე აუნთეს, ისევ ვიცით, სად მიდის ისრები;

3) ძმობაზე საუბრის ამბავში, ჩემი აზრით, ბრენდონზე შედგომა სიგიჟეა, რა სასიამოვნოა, ადამიანი გამოდიოდე, ყველა აღფრთოვანებული იყოს და სიტუაცია ასე უცებ ჩამოიშალოს და ამხელა დარბაზი უარყოფითად გეპყრობოდეს - ჯგუფის მიზანიც სავსებით ლეგიტიმურია, რომ ადამიანების გაერთიანება იყოს მთელი მსოფლიოს გარშემო. ეს გაერთიანება ჩვენთვის რას ნიშნავს და რა ნარატივია, მგონი ძნელი დასაჯარებელია, რომ შეიძლება ბრენდონმა იცოდეს.

4) ჩემდა და თქვენდა სასიხარულოდ, იყო ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით ჩემი და უფრო ახალგაზრდა (ე.წ. Gen Z) თაობიდან, ვინც არ იყიდება "კარტოფილზე", უბრალოდ გამოვიდა იქიდან და არ გააგრძელა "ძიგძიგი" და ამა თუ იმ ფორმით გამოხატა პროტესტი. მეორე მხრივ, თან ტრაგედიული და თან სასაცილოცაა, როდესაც ადამიანებს ხედავ, რომლებიც სიმღერებს შორის "ბუუ"-ს ყვირიან, სიმღერების დროს კი ისევ მაგრად ერთობიან. ამათი პოზიციები საერთოდ სად ლაგდება?

კონსპირაციული თეორიები არ მიყვარს, ცოტა უცნაურიცაა ვთქვათ, რომ რაღაც "შეთქმულების" ვარიანტი იყო მაინცდამაინც რუსი დრამერის აყვანა სცენაზე. ზღვისპირეთში იმდენი რუსია (რატომ და რამდენად მწვანე აქვთ ამათ ანთებული საერთოდ ყველაფერში, ეგ ცალკე საკითხია), შეიძლება შემთხვევითაც დაედო ვინმესთვის ხელი, მაგრამ ამის აღკვეთა რომ არ მოხდა, ესაა ამბავი.და კიდევ მთავარი ამბავი ისაა, რომ ყველგან და ყველანაირად, ზოგჯერ შემთხვევით, ზოგჯერ კი ნაკლებად - იტესტება, რამდენად დიდი დოზით შეგვიძლია რუსების ატანა. სამწუხაროა, რომ ჩემი აზრით - დღევანდელი ტესტი მათ სასარგებლოდ ჩაბარდა. რატომ? იხ. N. 4-ის დასასრული.

P.S. მადლობა LOUDSPEAKERS-ს გამოხატული პოზიციებისთვის ერთი მხრივ, საქართველოს ერთიანობის, დამოუკიდებლობის და ევროპული ორიენტაციის, მეორე მხრივ კი უკრაინის მხარდაჭერის კუთხით!!!“