loader

გადაწყვეტილების მიღება 7 სექტემბრამდე შეგიძლიათ - როგორ უნდა გააკეთოთ სასურველი არჩევანი, თუ საპენსიო სქემის მონაწილე ხართ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაწყვეტილების მიღება 7 სექტემბრამდე შეგიძლიათ - როგორ უნდა გააკეთოთ სასურველი არჩევანი, თუ საპენსიო სქემის მონაწილე ხართ?

საპენსიო დანაზოგისთის თქვენთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელის არჩევა 7 სექტემბრამდე შეგეძლებათ.

"6 აგვისტოდან, გარდა ნაკლებადრისკიანი პორტფელისა, თქვენს პირად გვერდზე გამოგიჩნდათ საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები. თქვენ საშუალება გაქვთ, 1 თვის განმავლობაში აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საინვესტიციო პორტფელი.

მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა, რაც თავის მხრივ, გრძელ ვადაში განსხვავებულ მომგებიანობასა და რისკიანობასთანაა დაკავშირებული.

საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია (my.pensions.ge), ასევე შესაძლებელია მონაწილემ არჩევანი იუსტიციის სახლებიდან ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს.

აქვე აღსანიშნავია, რომ მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე ხელახალი არჩევანის გაკეთება 12 თვის გასვლის შემდეგ ისევ შეეძლება. ინფორმაციას პორტფელების არჩევის თაობაზე გაეცანით საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე: www.pensions.ge" - ნათქვამია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.