loader

"ეს ქვეყანა არის უპატრონო! ჩვენგან დაახლოებით, 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით... " - რას წერს "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ქვეყანა არის უპატრონო! ჩვენგან დაახლოებით, 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით... " - რას წერს "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი?

"15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე" - ამის შესახებ "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალურ ქსელშ წერს.

მისი თქმით, შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

"უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს.

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!

ჩვენგან დაახლოებით, 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით...

მაპატიეთ ასეთი, ერთი შეხედვით უემოციო სტატუსი, რაც განსაცდელი იყო, იქ განვიცადე, ნაპირზე უპატრონოდ დატოვებულ ტანსაცმელს რომ ვუყურებდი...

ეს ქვეყანა არის უპატრონო!

მეტი არაფრის თქმას აღარ აქვს აზრი" - წერს ნიკა ჩერქეზიშვილი.