loader

“არ ვიცი, აქამდე როგორ მივედით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვართ უკვე! ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას!“ - ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ ვიცი, აქამდე როგორ მივედით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვართ უკვე! ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას!“ - ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია

“არ ვიცი, აქამდე როგორ მივედით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვართ უკვე! თუ ახლა არ გამოვიღვიძეთ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენი მომავალი ხდება ისეთი ბუნდოვანი, საიდან მობრუნებაც ან შეუძლებელი გახდება, ან ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად მოგვიწევს!

ეს ხდება ახლა და ამწამს შუაგულ საქართველოში - მილიონობით წლის მანძილზე ჩამოყალიბებულ უნიკალურ ბალდის კანიონზე, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ასე, დღისით, მზისით, კანიონზე მისულ ბალდელებს ტერიტორია შემოღობილი დახვდათ - კერძო პირზე იჯარით გადაცემული. მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მსგავსი ბუნების ძეგლი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გაესხვისებინოთ! უბრალოდ ანომალიაა ეს!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას! პოლიციაც კი გამოიძახეს, რომელიც მათ იცავს და მოსახლეობას დაკითხვებზე იბარებს! თავზე ლაფის დასხმაა ეს და ამის ასე დატოვება უბრალოდ აღარ შეიძლება, დანაშაულია!“

წყარო: კახა ურიადმყოფელი