loader

შსს სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს აქვეყნებს - “ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრში, გადამოწმებულია მიწის მასის 90%“ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს სტიქიის ზონაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ბოლო მონაცემებს აქვეყნებს - “ამ დროისთვის შოვში, სტიქიის ეპიცენტრში, გადამოწმებულია მიწის მასის 90%“

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მეცამეტე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მეხანძრე-მაშველები უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 90% გადამოწმებულია.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები. სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია 25 ადამიანის ცხედარი და 8 პირთან დაკავშირებით გრძელდება სამძებრო სამუშაოები.