loader

“არ გამოვა ასე, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული“ - კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ღია კაფე-ბარებს მოსაწესრიგებლად ვადა 25 აგვისტომდე მისცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ გამოვა ასე, ძალიან მძიმე სანახავია, თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული“ - კახა კალაძემ აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ღია კაფე-ბარებს მოსაწესრიგებლად ვადა 25 აგვისტომდე მისცა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში და აღნიშნული პრობლემა 25 აგვისტომდე უნდა მოწესრიგდეს. კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაავალა, თავად მოახდინონ ღია კაფე-ბარების დემონტაჟი, თუ 24 აგვისტომდე ისინი თავად არ მიმართავენ მერიას ფართობის შემცირების შესაბამისი პროექტით.