loader

"რას აკეთებ? გაუშვი" - ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები, რა მოხდა ბათუმის ბულვარში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რას აკეთებ? გაუშვი" - ვრცელდება ფიზიკური დაპირისპირების კადრები, რა მოხდა ბათუმის ბულვარში?

ბათუმის ბულვარში, ერთ-ერთი კლუბის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები სტუმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ფაქტის ამსახველ კადრებს "TV 25" აქვეყნებს.

"დაცვა მოქმედებდა ძალის გადამეტებით, რის გამოც გადავწყვიტე ვიდეო გადაღება. დაცვის თანამშრომელმა გადაღებული ვიდეოს წაშლა მომთხოვა, ხელები გადამიგრიხა და ტელეფონი გამომგლიჯა. მეგობართან ერთად ვიყავი კლუბში, აღმოჩნდა, რომ ალყაში მოგვაქციეს და ჩაგვიკეტეს გასასვლელი გზა. ვიდეოს გადაღება მეგობარმა გააგრძელა. რა თქმა უნდა საჩივარი დავწერე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას," - ამბობს მოქალაქე სოციალურ ქსელში მიმართვისას.