loader

"ეს ხდება ახლა და ამ წამს შუაგულ საქართველოში! ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას" - რა ვიდეო ვრცელდება მარტვილიდან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს ხდება ახლა და ამ წამს შუაგულ საქართველოში! ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას" - რა ვიდეო ვრცელდება მარტვილიდან?

"არ ვიცი აქამდე როგორ მივედით, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან მძიმე რეალობაში ვართ უკვე!

თუ ახლა არ გამოვიღვიძეთ სრულიად საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენი მომავალი ხდება ისეთი ბუნდოვანი, საიდან მობრუნებაც ან შეუძლებელი გახდება ან ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად მოგვიწევს!

ეს ხდება ახლა და ამ წამს შუაგულ საქართველოში - მილიონობით წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ უნიკალურ ბალდის კანიონზე, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.

ასე დღისით მზისით, კანიონზე მისულ ბალდელებს ტერიტორია შემოღობილი დახვდათ - კერძო პირზე იჯარით გადაცემული.

მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მსგავსი ბუნების ძეგლი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გაესხვისებინოთ! უბრალოდ ანომალიაა ეს!

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოკუპანტი დგას შუაგულ საქართველოში, ჩვენს ძეგლს აბეტონებს და აქეთ ემუქრება მოსახლეობას!

პოლიციაც კი გამოიძახეს, რომელიც მათ იცავს და მოსახლეობას დაკითხვებზე იბარებს!

თავზე ლაფის დასხმაა ეს და ამის ასე დატოვება უბრალოდ აღარ შეიძლება, დანაშაულია!" - ამის შესახებ სოციალური ქსელის მომხმარებელი კახა ურიადმყოფელი წერს და ვიდეოს აქვეყნებს.