არის თუ არა რიკოთზე გადაადგილება უსაფრთხო და ჩამოწვა თუ არა რიკოთის 149-ე კმ-ზე მეწყერი? - ინფრასტრუქტურის მინისტრის კომენტარი
რიკოთის პროექტში ჩართულია გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთთან დაკავშირებული ხელოვნური დაძაბულობის და დაშინების მცდელობა, რომელიც ახლაც გრძელდება, არის უსაფუძვლო.
„ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: რიკოთზე ამჟამად მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომელიც დაწესდა 149-ე კმ-ზე, ძველი გზიდან 200 მეტრში, ჩვენივე მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი შესაძლო მეწყრული კერის გამო, სადაც წინასწარ გაკეთდა ყველაფერი საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად და ამ მოქმედებათა შედეგად, გზაზე მოძრაობა არის სრულიად უსაფრთხო. რიკოთის 149 კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.