“ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი... გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? - შოვში სტიქიას გადარჩენილების რეაქცია ირაკლი კობახიძის განცხადების შესახებ
შოვში სტიქიას გადარჩენილები ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობენ იმის შესახებ, რომ “იყო სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც წარმოუდგენელი ტყუილია“...
“ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი, ირაკლი კობახიძე“ - წერს დავით ჯელაძე, რომელმაც ღვარცოფს თავისი დისშვილები სასწაულებრივად გამოარიდა და მათი ფოტოები ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა.
“გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა, იქნებ ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე“- ასევე წერს მარიამ ბერიანიძე.