"გუშინ, გვიან ღამით შოვში, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენის ფაქტი დაფიქსირდა" - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში?
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათაცვენის გამო სამძებრო სამუშაოები ღამით შეჩერებული იყო, თუმცა ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ, სამძებრო ღონისძიება დილიდან განახლდა.
როგორც მარგველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე დაკარგულ 9 ადამიანს ეძებენ.