"ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე... ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა" - რას წერს შოვში სტიქიას გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძე?
"შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3-მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს" - ამის შესახებ შოვში სტიქიას გადარჩენილი ერთ-ერთი მოქალაქე მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მარიამ ბერიანიძე სოციალურ ქსელში სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს.
"შოვში პირველად 6 წლის წინ ვიყავით. ფეხით გვაქვს შემოვლილი იქაურობა. ბუბის ნამონასტრალზეც ნამყოფები ვართ, არასდროს დამავიწყდება ის სილამაზე.
შოვის გახსენებაზეც პირველი ის ადგილი მიდგებოდა თვალწინ, თუმცა ახლა შოვზე პირველი შოთის თვალები მახსენდება, იმ მომენტში როცა მეწყერის 3-მეტრიანმა ტალღამ დაგვარტყა და უთქმელად, თვალებით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს.
მტკივა თითოეული გარდაცვლილი ადამიანი და მათი ფიქრები სიკვდილის წინ. პ.ს. ფოტო გადაღებულია ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენი სამოთხე ჯოჯოხეთად იქცა" - წერს მარიამ ბერიანიძე.