loader

ნინო კალანდაძე რიჩარდ ნორლანდის განცხადებას გამოეხმაურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნინო კალანდაძე რიჩარდ ნორლანდის განცხადებას გამოეხმაურა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების მომავალი ელჩის, რიჩარდ ნორლანდის განცხადებას , რომელიც საქართველოში კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის ამერიკის მიერ გამოყოფილ თანხებს შეეხება.

ნინო კალანდაძის განცხადებით, რიჩარდ ნორლანდი აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი იქნება საქართველოში და მის პირად პასუხისმგებლობაში იქნება ამერიკის მიერ გამოყოფილი თანხების განკარგვაც.
"ეს ამერიკის შეერთებული შტატების გადამხდელის თანხაა, რომელზე პასუხისმგებლობაც ოფიციალურ წარმომადგენელს დაეკისრება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

საქართველოში აშშ-ის მომავალმა ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საკითხებზე საუბრისას განაცხადა: "ამერიკა მილიონობით დოლარს ხარჯავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ხელშეწყობისთვის და ჩვენ ამ ფონდების ყურადღებიანი განმგებლები უნდა ვიყოთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენთვის მოსალოდნელ შედეგებს ვიღებთ".