"აღმოჩენილია სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი" - შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა
შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.
“გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, - განაცხადა ქარსელაძემ.