“აღარც სასწაულია და აღარც არაფერი, სოფოც აღარ გვყავს“ - შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს
“აღარც სასწაულია და აღარც არაფერი, სოფოც აღარ გვყავს“ - შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული სოფო ყარალაშვილის ცხედარი ამოიცნეს
შოვის ტრაგედიის შედეგად დაკარგული გოგონას ცხედარი გუშინ, გვიან ღამით, ოჯახის ნათესავმა ამოიცნო. ამის შესახებ ინფორმაცია სოფო ყარალაშვილის მამიდამ, მაიკო ყარალაშვილმა, ,,ფორტუნასთან” საუბარში დაადასტურა.
„აღარც სასწაულია და აღარც არაფერი, დღეს ორივე მიგვყავს სახლში, სოფოც აღარ გვყავს“, – დაწერა მაიკო ყარალაშვილმა სოციალურ ქსელში.