არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების რისკი სტიქიის ზონაში - რას ამბობს ინფექციონისტი?
შოვის ტრაგედიიდან ზუსტად 1 კვირა გავიდა, მაღალი ტემპერატურის ფონზე კი მოსახლეობაში გაჩნდა კითხვა, არის თუ არა ეპიდემიის გავრცელების საფრთხე სტიქიის ზონაში და მის მიმდებარედ?!
ადგილობრივებისა და მაშველების ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მეწყერმა პირუტყვიც მოიყოლა.
ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამ ეტაპზე ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
თუმცა გოგინავა სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებსა და მოხალისეებს ურჩევს, სხეულის დაზიანების შემთხვევაში ჩაიტარონ ვაქცინაცია.
შოვის ტრაგედიას 21 დადასტურებული მსხვერპლი ჰყავს. მაშველები ამ დრომდე 12 პირს ეძებენ.