"ჩვეულებრივი სასაკლაოა, უბრალოდ გაოგნებული ვარ" - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში?
მოქალაქე, ნათია სირბილაძე სოციალურ ქსელში ცემიდან ავრცელებს კადრებს და ამბობს, რომ ცემის ცენტრალურ პარკში სახიფათო სიტუაციაა.
"საბავშვო კურორტ ცემში, ცენტრალურ საბავშვო პარკში, ჩვეულებრივი სასაკლაოა, არანაირი უსაფრთხოების ზომები, სადაც დადის უამრავი ბავშვი... მკლავს ჩემი უპატრონო ქვეყანა!!!!! მეტის თქმა არ შემიძლია, უბრალოდ გაოგნებული ვარ. რა თქმა უნდა, ადგილზეც ვუთხარი და სიცილით მიპასუხეს და ბორჯომის მუნიციპალიტეტსაც მივწერე. ჯერჯერობით არ მპასუხობენ..." - წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.