“იცანით? ალბათ, ვერა... 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას, თან ხმამაღლა ტიროდა...“ - ემოციური დეტალები მოზარდზე, რომელიც სტიქიის ზონაში მოყვა, მისი ფოტო კი ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში მოყოლილი დავით ჯელაძე, რომელმაც მცირეწლოვნების სასწაულებრივად გადარჩენა შეძლო, კიდევ ერთ მოზარდზე წერს. ტასი ქიმერიძე შოვში, სტიქიის ზონაში მოყვა, მისი ფოტო კი მედიაში ელვის სისწრაფით გავრცელდა.
“იცანიით? ალბათ, ვერა, მაშინ ძალიან ტალახიანი იყო...
ეს ანასტასიაა, ჩემი უშიშარი და მებრძოლი, ტასი 4 საათის განმავლობაში მარტო ებრძოდა ამ საშინელებას, ებრძოდა, ებრძოდა და თან ხმამაღლა ტიროდა, ტიროდა და იძახდა: "ღმერთო, გადამარჩინე, არ მინდა სიკვდილი". ეს სიტყვები სულ ყურში ჩამესმის. მიყვარხარ, ჩემო უშიშარო“.