ვრცელდება რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში აფეთქებების ამსახველი კადრები, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის ქალაქ დომოდედოვოში ღამით აფეთქებები მოხდა, რის შემდეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დომოდედოვოში ავტოსერვისი იწვოდა. მსხვერპლის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ასევე უცნობია აფეთქებების მიზეზი.