loader

"მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა" - წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა" - წალენჯიხის მერია განცხადებას ავრცელებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა, მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება.

"წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,კერძოდ მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. შედეგად კი მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც გამოიწვია წყლის ბუნებრივი დაგუბება. ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს..

აღნიშნულიდან გამომდინარე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაუწყება,რათა მოხდეს დროული რეაგირება.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს ღებულობს საფრთხის თავიდან ასაცილებლად.საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და დააუწყა თვითმმართველობა,რათა კოორდინირებულად მოხდეს საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება," - ნათქვამია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.