"თმით ფიქრობენ, რომ 4 წლის ანდრია დუდაშვილი ამოიცნეს" - რას ამბობს ახლობელი დაკარგულ ქალსა და მის ორ შვილზე?
შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა ცხედრების სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს და ამით მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 21-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, მაშველები კიდევ 10-ზე მეტ დაკარგულს ეძებენ. მათ შორის არიან ნატო ჭელიძე და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. ერთის, ლუკას ცხედარს მაშველებმა რამდენიმე დღის წინ მიაგნეს.
როგორც AMBEBI.GE-ს ოჯახის ახლობელმა უთხრა, ძალიან მალე ცნობილი გახდება, დაღუპულებს შორის ამოიცნეს თუ არა 4 წლის ანდრია დუდაშვილი. ამჟამად მამა წასულია ექსპერტიზაზე.
"საბოლოო პასუხისთვის ველოდებით ექპერტიზის პასუხს, თუმცა თმით, ფიქრობენ, რომ 4 წლის ანდრია დუდაშვილი ამოიცნეს. მამა ამჟამად ექსპერტიზაზეა წასული" - ამბობს დუდაშვილების ნათესავი.