"დამეძებს, მოვიცლი და ვნახავ, დამელოდება... პირველი ეს მოვიდა. ვინმემ მოიყვანეთ თუ თვითონ მოფრინდა?" - მარიტა გუტაშვილი
მარიტა გუტაშვილი, რომლის ოჯახის 9 წევრიც სტიქიას ემსხვერპლა, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„ჩვენთან სახლში, შოვში... თეთრი მტრედი დაფრინავს და ვინმემ მოიყვანეთ თუ თვითონ მოფრინდა? დამეძებს, მოვიცლი და ვნახავ, დამელოდება... პირველი ეს მოვიდა, დანარჩენს ველოდები" - წერს მარიტა.