“დადგით ბაყაყი შემოსასვლელი კარის კუთხეში და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება“ - ვიდეო, რომელსაც ათასობით გაზიარება და მილიონობით ნახვა აქვს
“რაღაცას გასწავლით და დააკვირდით. დადგით ეს ბაყაყი თქვენი შემოსასვლელი კარის კუთხეში, რომელიც ყველგან იყიდება: ვაგზალზე, სადაც ჭურჭელია; ლილოში, სადაც სუვენირებია და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება.
მილიონებს ვერ იშოვით, მარა, გაუმჯობესებას იგრძნობთ. ახლა თქვენც არ მომნათლოთ ჯადოქრად და არ დამწვათ კოცონზე“ - წერს “Xato & sandro კულინარიული ბლოგის“ ავტორი და ვიდეოს აზიარებს, რომელსაც ათასობით გაზიარება და მილიონობით ნახვა აქვს.