loader

“კიდევ ერთხელ და მეათასედ განვმარტავთ“ - სტიქიის ზონაში მყოფი მოხალისეები უახლეს კადრებს ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“კიდევ ერთხელ და მეათასედ განვმარტავთ“ - სტიქიის ზონაში მყოფი მოხალისეები უახლეს კადრებს ავრცელებენ

“მეგობრებო, კიდევ ერთხელ და მეათასედ განვმარტავ, მეც და ყველა მოხალისემ თქვა უკვე.

მოხალისეები რაღაცას იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ არაა. სახელმწიფოს ყველაფერი აქვს მობილიზებული, უბრალოდ გვინდა ჩვენც გავაკეთოთ, დავეხმაროთ, მორალურად ვედგეთ გვერდში. ყველაზე მთავარი მორალური მხარდაჭერააა. თქვენც ხომ ზუსტად ამ მიზეზით გინდათ თანადგომა. მოხალისეებსაც სახელმწიფო სტრუქტურები ეხმარება, პოლიცია გვეხმარება პროდუქტების ატანაში ჯერ ბაზამდე, მერე იქ დამზადებულებს პიკაპებში გვატვირთვინებენ და თავად ავყავართ ზემოთ. მოხალისეების ერთი ნაწილი სამთო გამყოლები არიან, პროფესიონალები, შემდეგ ზურგჩანთებით ზემოთ ააქვს ამ ხალხს პროდუქტი. პოლიცია ელოდებათ, მერე ისევ უკან ჩამოჰყავთ. იქ ყველა ერთიანია, ყველა ერთმანეთს ეხმარება.“ - წერს ქეთი მაცაბერიძე.