რაჭაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
რაჭაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
რაჭაში, სტიქიის ზონაში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, განახლებული მონაცემებით დასტურდება, რომ მეწყერს 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეიდან შოვში სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი გაფართოვდება. ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია ათამდე პრიორიტეტულ ადგილზე. მათ შორისაა მჟავე წყლებისა და კოტეჯების ტერიტორია, სადაც სასადილო იყო აშენებული.