“პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი“ - ოჯახმა გენო სულთანიშვილის დაღუპვა დაადასტურა
შოვში, სტიქიის დროს დაკარგული გენო სულთანიშვილის გარდაცვალებას ოჯახი ადასტურებს. ამის შესახებ დაღუპულის ოჯახის წევრი ინფორმაციას “ფეისბუქზე“ ავრცელებს:
“ოჯახი ვადასტურებთ გენო (გენადი) სულთანიშვილის დაღუპვის ფაქტს. პროზექტურაში ამოვიცანით მიცვალებულის დასახიჩრებული გვამი.
კიდევ ერთი შოვის ტრაგედიის მსხვერპლი“ - წერს მამუკა ცერცვაძე.