“2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული - მეზობელმა სახელმწიფომ აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები“ - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომში გაწეული დახმარებისთვის, აზერბაიჯანს მადლობას უხდის და მათი მნიშვნელობის შესახებ წერს:
“2008 წლის მოვლენებში აზერბაიჯანის როლი არ არის საკმარისად დაფასებული. ჩვენმა მოძმე მეზობელმა სახელმწიფომ აგვიწყო საწვავის მომარაგების ინფრასტრუქტურა და ფინანსების მიღების გზები, რაც გადამწყვეტი იყო ქვეყნის გადასარჩენად.
სამხედრო სფეროში აზერბაიჯანის მაშინდელ მხარდაჭერაზე ალბათ თვითონ აზერბაიჯანმა უნდა ისაუბროს, მაგრამ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მინდა პირადად დიდი მადლობა ვუთხრა ილჰამ ალიევს და აზერბაიჯანელ ხალხს.“