loader

სიახლე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ამოქმედდა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება- თუ სქემაში ჩართული ხართ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში ამოქმედდა და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება- თუ სქემაში ჩართული ხართ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

რას მოიცავს დაბალი, საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაგროვებით საპენსიო სისტემაში მოქალაქეების ჩართვა, მათი ასაკის მიხედვით, ავტომატურად 3 პორტფელში მოხდება - დაბალი, საშუალო და მაღალრისკიან პორტფელებში. როგორ გადანაწილდება თითოეულ ჯგუფში აქტივების ძირითადი ნაწილი, ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საპენსიო სააგენტო საკუთარ ვებგვერდზე ავრცელებს.

მზარდი, ანუ მაღალრისკიანი პორტფელი (40 წლამდე ასაკის მოქალაქეები) - მზარდ, ანუ მაღალრისკიან პორტფელში აქტივების ძირითადი ნაწილის ინვესტირება ხორციელდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ, აქციების მაქსიმალური ლიმიტი 60%-ია, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია. შესაბამისად, მაღალრისკიან პორტფელში შემცირებულია სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა 50%-მდე და ფულადი სახსრები და დეპოზიტების წილი 25%-მდე.

შერეული, ანუ საშუალორისკიანი პორტფელი (40-დან 50 წლამდე ასაკის მოქალაქეები) - საშუალორისკიანი პორტფელი ნაკლებად რისკიანი და მაღალრისკიანი პორტფელის ნაზავია. "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულია დასაშვები ლიმიტები სხვადასხვა აქტივის კლასებზე, კერძოდ, აქციების მაქსიმალური ლიმიტი 40%-ია, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი დაბალრისკიან (სტაბილურ) პორტფელში მხოლოდ 20%-ია, ხოლო მაღალრისკიან პორტფელში 60%-ია. სასესხო ფასიანი ქაღალდების მაქსიმალური წონა კანონით 75%-ითაა განსაზღვრული, ხოლო ფულადი სახსრებისა და დეპოზიტების მაქსიმალური წილი კი 50%-ია.

სტაბილური, ანუ ნაკლებადრისკიანი პორტფელი (50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები) - "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება ხორციელდებოდა ნაკლებადრისკიან პორტფელში. ამ პორტფელში განთავსებული დაგროვებული დანაზოგები ძირითადად ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები, ხოლო უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდულია პორტფელის 20%-მდე. ვინაიდან ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხორციელდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება და ამიტომ მას შეიძლება სტაბილური პორტფელი ვუწოდოთ. გასული 5 წლის განმავლობაში აღნიშნული პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9.4% იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა და ინფლაციასთან მიმართებით 10.13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა (რეალური ამონაგები), ხოლო წლიურად - საშუალოდ 2.17%-ით მეტი.