loader

"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის, მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დღეს ნიკოლოზ რაჭველი "ვერ პატიობს" სიცოცხლეს... ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში, მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის, მაესტრო!" - გუდაურში დაღუპული მფრინავის შვილი

გუ­და­უ­რის ტრა­გე­დი­ი­სას და­ღუ­პუ­ლი მფრი­ნა­ვის, ზაზა ლო­რი­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ლო­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს და შოვ­ში, სტი­ქი­ის ზო­ნა­ში მო­მუ­შა­ვე მაშ­ვე­ლებს მი­მარ­თავს:

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. 2 თვის წინ ღა­მის 9 სა­ათ­ზე ვა­შინგტონ­ში ჩა­მო­წო­ლი­ლი ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად 11 ადა­მი­ა­ნი და ერთი ძაღ­ლი ჩარ­ჩა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ქა­რის ფაქ­ტო­რის გამო უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ მო­ხერ­ხდა ღა­მის ფრე­ნებ­ზე ვერ­ტმფრე­ნის გაგ­ზავ­ნა. 12 სა­ა­თის შემ­დეგ, გამ­თე­ნი­ი­სას მოხ­და მათი ევა­კუ­ა­ცია. ნეტა თუ ჩა­ქო­ლეს და "მაშ­ვე­ლებს ეძი­ნათ?" ეძა­ხეს? ნეტა თუ მი­წას­თან გა­ას­წო­რეს, რა­ტომ ერთ სა­ათ­ში არ მოფ­რინ­დნე­ნო?

ნეტა მა­მა­ჩემს რომ შარ­შან გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვერ გაფ­რინ­დე­ბა ვერ­ტმფრე­ნი და წა­მო­სუ­ლი­ყო ჩემ­თან, რას უზამ­დნენ? ნეტა თუ ცო­ცხლად და­მარ­ხავ­დნენ იმ 7 ადა­მი­ან­თან ერ­თად! ნეტა თუ კარ­გია, რომ შე­აკ­ლა თავი?!

ბორ­ჯო­მის ხან­ძრე­ბის დროს თურ­ქე­თის ავი­ა­ცია და­ი­ქი­რა­ვეს და­სახ­მა­რებ­ლად! 4 სა­ა­თი იფ­რი­ნეს და გა­ა­ჩე­რეს ვერ­ტმფრე­ნე­ბი. ძლი­ე­რი დაკ­ვამ­ლი­­ა­ნე­ბის გამო პი­ლო­ტე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით მეტს ვერ ვიფ­რენ­თო. მა­მა­ჩე­მი და მისი ეკი­პა­ჟი გა­თე­ნე­ბი­დან მზის ბოლო სხი­ვამ­დე ენა­გად­მოგ­დე­ბუ­ლე­ბი რომ დაფ­რი­ნავ­დნენ, დღის ბო­ლოს ფეხ­ზე რომ ვე­ღარ იდ­გნენ, ის­მენ­დნენ, რა­ტომ შე­ა­ჩე­რეს ღა­მის ფრე­ნე­ბიო! გაბ­რა­ზე­ბულ­მა რომ ავ­დე­ქი და ვუ­თხა­რი, ხოდა რა თავს იკ­ლავთ, და­გეს­ვე­ნათ და გეთ­ქვათ თქვენც, უსაფრ­თხო­ე­ბის მიზ­ნით ვე­ღარ გავფრინ­დე­ბი­თო: "ჩემი ქვეყ­ნის ტყე იწ­ვის, მა­გათ რა ადარ­დებთ", მი­ვი­ღე პა­სუ­ხად! მა­მა­ჩე­მის პა­ნაშ­ვი­დებ­ზე მო­სულ ბი­ჭებს სულ გუ­ლის ფი­ცარ­ში რომ ვურ­ტყი მუჯ­ლუ­გუ­ნე­ბი, არ გა­ბე­დოთ მის­ხა­ლი რის­კის ფა­სად არ­სად გაფ­რე­ნა-თქო, ორ­სი­ტყვი­ა­ნი პა­სუ­ხი გამ­ცეს: "აბა რო­გორ?" მთე­ლი ბავ­შვო­ბა ყო­ველ დი­ლით რომ შუბ­ლზე­ კოც­ნით გვემ­შვი­დო­ბე­ბო­და მა­მა­ჩე­მი ოჯა­ხის თი­თო­ე­ულ წევ­რს, წას­ვლის წინ კარ­ზე გაკ­რულ "სახ­ლი­დან გას­ვლის წინ ლოც­ვას" რომ კი­თხუ­ლობ­და, ოჯა­ხის ტრა­დი­ცია მე­გო­ნა.

მოზ­რდილ­მა რომ ვკი­თხე, რა­ტომ აკეთებ­და ამას? "მე ისე­თი პრო­ფე­სია მაქვს, კარს რომ მო­ვი­ხუ­რავ, უკან დავ­ბრუნ­დე­ბი თუ არა, არ ვიცი", მი­ვი­ღე პა­სუ­ხად. ნეტა რო­მე­ლი­მეს პი­რით ერთი გა­დაკ­რუ­ლი წუ­წუ­ნი მა­ინც თუ მო­გის­მე­ნი­ათ წლე­ბია, ნეტა რო­მე­ლი­მეს გულ­ში თუ ჩა­გი­ხე­დავთ, "პი­ლო­ტებს ეძი­ნათ" კო­მენ­ტა­რებს რომ კი­თხუ­ლო­ბენ. ნეტა ადა­მი­ა­ნე­ბის და­ფა­სე­ბას თუ ვის­წავ­ლით რო­დეს­მე? დღეს ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი "ვერ პა­ტი­ობს" სი­ცო­ცხლეს. დღეს ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ბრა­ლე­უ­ლო­ბა იპო­ვეს მფრი­ნა­ვებ­ში. მი­მი­ფურ­თხე­ბია თქვე­ნი სა­მარ­თა­ლის­თვის, ბა­ტო­ნო მა­ესტრო! ჩემი გუ­ლის ფეთ­ქვა ხართ ბი­ჭე­ბო, მა­მა­ჩე­მი ხართ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ბი­ჭე­ბო! არ გაბ­რაზ­დეთ, არ გე­წყი­ნოთ!

მე რა შე­მიძ­ლია, მაგ­რამ ყველ­გან ხმის ჩახ­ლე­ჩამ­დე ვიყ­ვი­რებ და თქვენს ინ­ტე­რე­სებს და­ვი­ცავ! ერთი ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბამ­დეც თუ მი­ვი­ტან თქვენს ფიქ­რებს, ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი! გას­კდა გული, გან­მი­ახ­ლდა ჩემი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი, სუ­ლის ყვე­ლა ნა­წილ­ში მტკი­ვა ტა­ლახ­ში ჩამ­ხრჩვა­ლი ხალ­ხი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გუ­ლებ­ში ვერ­ჩამ­ქრა­ლი იმე­დის ნა­პერ­წკა­ლი. თავს შე­ვაკ­ლავ და არ ვა­პა­ტი­ებ არა­ვის ერთ გა­დაკ­რულ სი­ტყვას! მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ ღმერ­თმა, გაკ­მა­როთ თქვენც და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს!" - წერს ლო­რია.