ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვა ქართულად გაავრცელა -“თავისუფლება გაიმარჯვებს, საქართველო გაიმარჯვებს, უკრაინა გაიმარჯვებს!“
“როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.
ზელენსკის თქმით, თავისუფლება, საქართველო და უკრაინა გაიმარჯვებს.
"ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას - ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!", - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.