loader

შოვის სტიქიას 20 წლის მარიამ მაისურაძე და მისი დედა, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ - "დნმ-ის ანალიზი ემთხვევა, ჩემს გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი... ვეძებ ბიჭს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შოვის სტიქიას 20 წლის მარიამ მაისურაძე და მისი დედა, 49 წლის შორენა ბიჭაშვილი ემსხვერპლნენ - "დნმ-ის ანალიზი ემთხვევა, ჩემს გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი... ვეძებ ბიჭს"

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნ ცხედრებს შორის კიდევ 2 რუსთაველის იდენტიფიცირება მოხდა.

ტრაგედიას 49 წლის შორენა ბიჭაშვილი და მისი შვილი, 20 წლის მარიამ მაისურაძე ემსხვერპლნენ.

ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გარდაცვლილი ქალის მეუღლემ, დავით მაისურაძემ დაუდასტურა.

"ჩემი გოგოსა და ჩემი მეუღლის დნმ-ის ანალიზი ემთხვევა. ჩემს გოგოს შენარჩუნებული აქვს ყველაფერი და მილიონი პროცენტით ვიცი, რომ ჩემია. ასე რომ, ჩემი გოგო და მეუღლე ნაპოვნი მყავს, მიცვალებულები, რა თქმა უნდა. ვეძებ ბიჭს", - განუცხადა "ინფო რუსთავს" დავით მაისურაძემ.

წყარო: ინფო რუსთავი