“აღმოვაჩინეთ მანქანის ფრაგმენტები, რაც გვაძლევს საფუძველს, რომ იქ გარკვეული შედეგები შეიძლება გვქონდეს საძიებო კუთხით“ - თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებასთან დაკავშირებით მედიასთან შემაჯამებელი კომენტარი გააკეთა.
მეხანძრე-მაშველები სამაშველო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ. დღეს მაშველები 8 ლოკაციაზე მუშაობდნენ, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები იმ კონკრეტულ ლოკაციაზე სადაც სხვადასხვა ნივთის ფრაგმენტები იქნა ნანახი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა, მიუსამძიმრა ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.