loader

“არ ვაპირებდი ასეთ მძიმე წუთებში გამოხმაურებას იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩემი ე.წ. ბახილების გამო ატყდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე“ - რას წერს ამბროლაურის საკრებულოს წევრი, რომელიც სტიქიის ზონაში სილიკონის “ბახილებით“ მივიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“არ ვაპირებდი ასეთ მძიმე წუთებში გამოხმაურებას იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩემი ე.წ. ბახილების გამო ატყდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე“ - რას წერს ამბროლაურის საკრებულოს წევრი, რომელიც სტიქიის ზონაში სილიკონის “ბახილებით“ მივიდა

"ქართული ოცნების" დეპუტატის, გოჩა ენუქიძის მაჟორიტარული ბიუროს უფროსი გიორგი მახათაძე “ფეისბუქზე“ ეხმიანება გავრცელებულ ფოტოებს, სადაც მას სტიქიის ზონაში სილიკონის “ბახილები“ ეცვა:

“ნამდვილად არ ვაპირებდი ასეთ მძიმე წუთებში გამოხმაურებას იმ აჟიოტაჟზე, რაც ჩემი ე.წ. ბახილების გამო ატყდა, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე.

პირველ რიგში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახებს და მთელ საქართველოს. სიმართლე გითხრათ, მთელი ღამის უძილოს, სამწუხაროდ, იმ წუთას არც მიფიქრია წვიმასა და ტალახში საწვიმრის და სილიკონის წყალგაუმტარი ფეხსაცმლის გამო თუ გამოვიწვევდი ამხელა აგრესიას. რაღაც მომენტში მესმის ხალხის გაღიზიანების, ქვეყანაში ამხელა ტრაგედიის დროს როცა ვერ ახერხებ ადგილზე მისვლას და გვერდით დგომას, ეს ემოციის გამოხატვის ერთერთი საშუალებაა. თუ საზოგადოების ნაწილთან ჩემი ჩაცმულობის გამო ბოდიში მაქვს მოსახდელი, არც ეგ მეთაკილება, მაგრამ ნამდვილად მიუღებლად და ამაზრზენად მიმაჩნია ადგილზე მყოფი ჟურნალისტის საქციელი, რომელიც ასეთ მძიმე წუთებში პოლიტიკური მიზნების გამო ხალხის ფეხსაცმლის ფერს და სტილს აშუქებს. არავინ არ ითანხმებს ასეთ დროს ჩაცმულობას და ძალიან გთხოვთ, ჩემი უნებლიე წინდაუხედაობის გამო იმ გუნდსა და ხალხზე, ვის გვერდითაც მე ვდგავარ, ნუ გაავრცელებთ ამ აგრესიას.

ვისაც ჰგონია, რომ იმ დღეს გამოძინებული სეირის საყურებლად მივედი, იმათთვის ვიტყვი, რომ პირველივე წუთებიდან ხალხის გვერდით ვიდექი და რითაც შემეძლო ვეხმარებოდი.“ - წერს გიორგი მახათაძე.